თაზო ფაცაცია

ომბუდსმენი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დისკრიმინაციულ განცხადებებს გმობს

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

​საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დისკრიმინაციულ განცხადებებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალების - თინა ბოკუჩავასა და ანა წითლიძის მისამართით.

ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ თაზო ფაცაციას გამონათქვამები სექსისტურია.

"თამაზ ფაცაციას გამონათქვამები არის სექსისტური შინაარსის, ვინაიდან აქვს სექსუალური კონოტაცია, მიზნად ისახავს პოლიტიკოსი ქალების შეურაცხყოფას, დამცირებას და მათ უქმნის არაჯანსაღ, უთანასწორო პოლიტიკურ გარემოს", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას მისამართით სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ფეისბუქზე გამოიყენა.

"თინაბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში"დამამთავრებინა" ბოდიში გამათავებინაო უნივერსიტეტიო", - დაწერა ფაცაციამ.

სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ, ეს პოსტი წაიშალა. თუმცა, ფაცაციას ფეისბუქზე კვლავ რჩება ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის წევრის, ანი წითლიძის მიმართ გამოყენებული სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

"Ani Tsitlidze განა ყველაფრის თქმა შეიძლება რაც ენაზე მოგადგება, გოგო ხარ თუ ალქაჯი ვერ გავიგე. ზონდერი ვარ რომელზეც ჭკუა გეკეტება", - წერს თაზო ფაცაცია.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბოდიში მოიხადა. თაზო ფაცაციამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ენმ-ს "პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების" გამო აღშფოთებული იყო და მიუღებელი სტატუსი გამოაქვეყნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები