უმუშევრობა

უმუშევრობა ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია

benjielayug.com

საქსტატის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს უმუშევრობა ყველაზე მაღალი 20-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში იყო და ჯამში 30.4%-ს შეადგენდა.

უმუშევრობის დონე 65+ ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე დაბალი იყო (3.3%).

მაღალი იყო უმუშევრობის მაჩვენებელი 15-19 წლის და 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიებში, შესაბამისად 26.6% და 20%.

ჯამში, საქსტატის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობა 12.7%-ს შეადგენდა. 2017 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 1.2%-ით შემცირდა და გასული 15 წლის მანძილზე ყველაზე დაბალია.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში იმასაც განმარტავენ, რომ ბოლო ცხრა წლის მანძილზე უმუშევრობა იკლებს.დასაქმებულებიდან, 50.8% დაქირავებულია, 49.2% კი თვითდასაქმებული. 2017 წელთან შედარებით, დაქირავებულთა წილი 2.5%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია უკვე მეხუთე წელია გრძელდება.

ამასთან, უმუშევრობის დონე ქალაქში 19.3%-ია, სოფელში კი 5.8%. გასულ წელს, უმუშევრობის ყველაზე მკვეთრი კლება თბილისში იყო. საქსტატის მიხედვით, დედაქალაქში მაჩვენებელი 5.9%-ით შემცირდა. ყველაზე მეტად კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიზარდა 3.3%-ით.

კომენტარები