ევროსაბჭო

ზალკალიანი: აუცილებელი ევროპის საბჭო დარჩეს პრინციპების ერთგული

დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ჯგუფის წევრი 47 ქვეყნის მინისტრებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც რუსეთს ჯგუფის წევრობას და ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს. შედეგად, რუსეთი შეძლებს ივნისში მონაწილეობა მიიღოს ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესში.

გადაწყვეტილების დაბლოკვა სცადა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ. პროტესტის ნიშნად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა დატოვა.

"აუცილებელი ევროპის საბჭო დარჩეს პრინციპების ერთგული და ქვეყნებს, რომლებიც არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, მოეთხოვოთ პასუხი. სწორედ ამიტომ საქართველომ, უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთთან დაკავშირებით." თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
"ჩვენ ვიყავით სრულ თანხვედრაში ჩვენს უკრაინელ და ბალტიელ კოლეგებთან.  გვქონდა ერთიანი პოზიცია როგორც უკრაინას , ასევე საქართველოს და ბალტიის  სამივე ქვეყანას- ჩვენ  მხარი არ დავუჭირეთ ამ ინიციატივას. მინისტერიალზე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე  თუ რატომ არ დავუჭირეთ  მხარი ამ გადაწყვეტილებას,  რადგან ვთვლით რომ აუცილებელია  ეს ორგანიზაცია დარჩეს პრინციპების ერთგული, დარჩეს ერთგული იმისა, რომ ქვეყნები, რომლებიც არ არსულებენ ვალდებულებებს,  მათ ამაზე უნდა მოეთხვოს პასუხი. სწორედ ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას და  სწორედ ამაზე იყო აგებული ჩემი გამოსვლაც, სადაც ვისაუბრე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ჭრილში რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე" თქვა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით რუსეთის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მიიღოს და იმედი გამოთქვა, რომ დელეგატები ამ გადაწყვეტილებაზე გააკეთებენ შესაბამის შეფასებებს. 
 
შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის უფლება რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. მას შემდეგ რუსეთმა საწევრო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გადახდას განაახლებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ გადაწყვეტილებას მიესალმება.

"ჩვენ არ გვსურს ევროსაბჭოს დატოვება, როგორც ზოგიერთი ცდილობს წარმოაჩინოს ჭორების გავრცელებით. ჩვენ უარს არ ვამბობს მოვალეობების შესრულებაზე, მათ შორის ფინანსური." თქვა მან.

გადაწყვეტილების ინიციატორი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი საბჭოს დატოვებს, უფრო რთული იქნება ადამიანის უფლებათა სასამართლომ მას დარღვევებზე მიუთითოს.

კომენტარები