არჩევნები 2019

ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა

0 კომენტარი

ზუგდიდში, დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერისას ინცინდენტში ბრალდებულ "ოდიშის" ჟურნალისტს ლევან თორიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ოდენობით გირაო შეეფარდა, 

მოსამართლის თქმით, დამაშაულის ჩადენა აშკარაა, თუმცა საქმის მსვლელობისას გამოჩნდება, იყო თუ არა ეს აუცილებელი მოგერიება. თავად თორია თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატი თქმით, თორია სამსახურებრივ მოვალეობას ახორციელებდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, ადვოკატის თქმით, თორია იძულებული იყო, თავი დაეცვა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენონ, უკიდურეს შემთხვევაში კი, განისაზღვროს გირაო მინიმალური ოდენობით. ბრალდებულმა ლევან თორიამ კი პროცესზე 14 მაისს მომხდარი ინცინდენტი გაიხსენა.

"მოვარდნენ, იქნევდნენ ხელ-ფეხს, მეც მომხვდა ფეხი და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, იძულებული ვიყავი, თავი დამეცვა. ამის შემდეგ კი, კადრებშიც ჩანს, რომ ვცდილობდი, გავრიდებულიყავი სიტუაციას",- თქვა ლევან თორიამ.

პროკურორის ილია ტორუას განმარტებით კი, თორია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა.

"სიტყვიერი შეურაცხყოფით გავრაზებულმა ლევან თორიამ ჩაიდინა კონკრეტული პირის მიმართ ძალადობა, რაც გამოძიების ამ ეტაპზე გამოიკვეთა",- თქვა პროკურორმა.

14 მაისს ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი გადაცემას წერდა, რომლის რესპონდენტი სანდრა რულოვსი იყო. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა, მეორეს მამუკა ცირდავას კი 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები