არჩევნები 2019

თინა ბოკუჩავას თქმით, ზუგდიდში მათ წარმომადგენელს ჰაერში გასროლით დაემუქრნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, მათ წარმომადგენელს ზოია ფირცხავას გაურკვეველი პირები გასროლით დაემუქრნენ.

თინა ბოკუჩავასვე თქმით, გაურკვეველი პირები მანქანიდან გამოდვიდნენ, რომელიც 1999 წელს დაბადებულ ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის.

"ქალბატონი ზოია ფარცხავა, ჩვენი წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო 87-ე კომისიაში, იმყოფებოდა კომისიის ტერიოტიაზე, როდესაც გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და მათ გაისროლეს ჰაერში პისტოლეტის ტიპის იარაღიდან, მიუხედავად წინააღმდეგობისა ქალბატონმა ზოიამ შეძლო რომ დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, რომლიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ, ჩვენ გაგვაჩნია ამ ნომრის ამსახველი ფოტომასალა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, 14 მაისს, როდესაც მირანდა მესხის ორგანიზებით იყო მცდელობა სიების გატაცების, რომლებიც ჩვენ შემდგომ დავაბრუნებინეთ. ფაქტია, რომ ეს არის ორგანიზებული მცდელობა დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არის ამ მანქანის მეპატრონე - ირაკლი ჩანგელია, რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედი გვაქვს, რომ პოლიციას ასევე აქვს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ასევე ის ადამიანები, ვინც გასცეს უკანონო ბრძანება", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

თავად ზოია ფარცხავას თქმით, მანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ჰაერში გაისროლა და მას უთხრა, რომ "შენი საშველი არ ყოფილაო". ამის შემდეგ, ქალი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან მივიდა და გამოკითხვა მოითხოვა, ის დაკითხვაზე შეიყვანეს. ზოია ქვარცხავას პოლიციის შენობაში, ხატია დეკანოიძე და თინათინ ბოკუჩავა შეჰყვნენ. ამის სურვილი პოლიციის უფროსთან საუბარში თავად ქვარცხავამ გამოთქვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები