არჩევნები 2019

ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

ტაბულა

ცესკის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08 :00 საათიდან გაიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

"შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს აკეთებს ხმის მიცემის კაბინაში. ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს, გაიგოს მისი საარჩევნო ოლქის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ის ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში მიიღებს, რომელიც დღეს დილის 07:00 საათიდან მუშაობს. ასევე, მუშაობს ონლაინ ჩატიც.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღეს ხუთი მუნიციპალიტეტი მერებს აირჩევს. გარდა ამისა, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის, ხოლო რვა მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება.

კომენტარები