არჩევნები 2019

იმამყულიევი: ჩვენ დღეს ხმა მივეცით მარნეულის მომავალს

აჰმედ იმამყულიევი
ტაბულა

​მარნეულის მერობის კანდიდატმა ევროპული საქართველოდან, აჰმედ იმამყულიევმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

იმამყულოევმა თქვა, რომ ქართული ოცნება აგრძელებს ამომრჩევლებზე ზეწოლას. 

"ჩვენ დღეს ხმა მივეცით მარნეულის მომავალს. 

მარნეულის დემოკრატიულ, ევროპულ მომავალს. ის იქნება ერთ-ერთი ქალაქი ევროპის ქვეყნებს შორის, რომელიც დაიწყებს მშენებლობას დემოკრატიული გზით, არჩევნების გზით. საქართველოში დემოკრატიის დანერგვას მარნეულიდან ვიწყებთ ჩვენ ერთად. 

მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს კარგად ახსოვს 2014, 2016, 2017 წლები, სადაც მე ვიყავი კანდიდატი და მე ყოველთვის გამარჯვებული ვარ, დღესაც მე გავიმარჯვებ. 

ქართული ოცნება აგრძელებს ჩვენს ამომრჩევლებზე აგრესიას, ზეწოლას და მოსყიდვას, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია არც ქართული ოცნების, არც ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი მოსახლეობა ერთად დავდგებით, რომ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. 

ინციდენტი იყო სოფელ სადახლოში, სადაც ჩვენს წევრს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მოსყიდვის ფაქტი იყო, კანდიდატის მეუღლე დადიოდა სოფელ-სოფელ და არიგებდა ინდურ ბრინჯს და ზეთს.  წინასწარ დაარიგეს, დღეს ელოდებიან, რომ ინდური ხმები მივა მათთან, მაგრამ მარნეულში ინდური ხმები არ არის, მარნეულში არის საქართველოს მოქალაქეების ხმები და აუცილებლად საქართველოს მოქალაქეები გაიმარჯვებენ ამ ბრძოლაში", - თქვა იმამყულიევმა

მარნეულში მერობის ქართული ოცნების კანდიდატი ზაურ დარგალია. 

დღეს, 19 მაისს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

კომენტარები