არჩევნები 2019

10:00-ის მონაცემები - ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მერებს ირჩევენ, 2017 წელზე მაღალი აქტივობაა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობის 10:00-ის მონაცემები გამოაქვეყნა. ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც რიგგარეშე არჩევნებით მერებს ირჩევენ, იმაზე მეტი აქტივობაა, ვიდრე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იყო.

ზუგდიდში 10:00-ის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 8.1%-ია. ამ დროისთვის თავისი არჩევანი 9734-მა მოქალაქემ გააკეთა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის ოლქში 10:00-სთვის აქტივობა 5.7% (6801 მოქალაქე) იყო.

მარნეულში ამომრჩევლის აქტივობა 5.7 %-ია (5699 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე 10:00-ზე ეს მონაცემი 5.5% (5394 მოქალაქე) იყო.

ჭიათურაში ამომრჩევლის აქტივობა 6.7%-ია (2862 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე, 10:00-სთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში აქტივობა 6.4% (2755) იყო.

ზესტაფონში ამომრჩევლის აქტივობა 7%-ია. 2017 წლის არჩევნებზე, 10:00-სთვის, ზესტაფონში აქტივობა 6.3% (3473 ამომრჩეველი) იყო.

ხულოში ამომრჩევლის აქტივობა 8.7%-ია (2100 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე, 10:00-სთვის, ხულოში აქტივობა 7.9% (1883 ამომრჩეველი) იყო.

რაც შეეხება თბილისში, მთაწმინდის ოლქში მიმდინარე პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, აქ 10:00-ის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 4%-ია, რაც 3.5%-ით ნაკლებია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებზე.

კომენტარები