არჩევნები 2019

ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნების კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქში ხმა მისცა. 

საარჩევნო უბანზე შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

"დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დღეს სწორ არჩევანს გააკეთებს, როგორც მთაწმინდაზე, ისე სხვა ოლქებში.

აქტიურობა მაღალია. და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების კანდიდატები დიდი უპირატესობით დღეს გაიმარჯვებენ და დღევანდელი არჩევნები თავისი მნიშვნელობით, ისევე როგორც ბოლო წლებში ქართველი ხალხის სწორი არჩევანით ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ.

მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ ქართული ოცნების კანდიდატებმა", - თქვა ივანიშვილმა. 

მან ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ უპასუხა.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები