არჩევნები 2019

ცესკო: კანონმდებლობა არ კრძალავს პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარეთ

0 კომენტარი

"გავრცელდა ვიდეოკადრებიც და ინფორმაცია, რომ თითქოს ხდება სამაგიდო სიების გამოყენება. პარტიებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ უფლება გამოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია" - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მედიაში გავცელებულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო, არამედ სავარაუდოდ უფლებამოსილ პირებზე კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სია.

"საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს უფლებამოსილებას კენჭისყრის შენობაში და კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების პირადი მონაცემების დამუშავება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარე ტერიტორიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლთა პირადობის მოწმობების შემოწმებისა და უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, პირველ შემთხვევაში დაფიქსირდა დამკვირვებლებისა და წამომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის, პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა - "აღსანიშანვია, რომ ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არც ერთ პირს გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელს და რეგისტრატორს აქვს უფლება მოსთხოვონ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა და დაამუშავონ მონაცემები კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ არ შეაფერხონ ამომრჩეველი, ხელი არ შეუშალონ პროცესსა და კომისიის მუშაობას"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები