არჩევნები 2019

გვარამია: ვინც გაყალბების ფაქტზე ინფორმაციას მოგვაწოდებს, R2-ისგან 1000-ლარიან ჯილდოს მიიღებს

0 კომენტარი
ნიკა გვარამია ფოტო: რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არჩევნების გაყალბების, მოსყიდვის ან ამომრჩევლის დაშანტაჟების ფაქტებს წარადგენს, რუსთავი 2-ისგან 1 000-ლარიან ჯილდოს მიიღებს.
"ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც წაართმევენ პასპორტს ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, რუსთავი 2 სთავაზობს 1000-ლარიან ჯილდოს გაცხადებისთვის.

"ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში მოიტანს ინფორმაციას, დადასტურებულს რაიმენაირი ფორმით, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა არჩევნების გაყალბების მიზნით, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით, ნებისმიერი ფორმით, ეს ადამიანი მიიღებს ჯილდოდ 1 000 ლარს რუსთავი 2-ისგან. ეს არის ოფიციალური განცხადება და ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით და ამას ვაცხადებ აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი.

რუსთავი 2 აწესებს ჯილდოს 1000 ლარის ოდენობით თითოეულ ადამიანზე, რომელიც მოიტანს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ ყალბდება არჩევნებზე ნებისმიერ საარჩევნო უბანზე.

ჩვენი დამოკიდებულება არის ასეთი - ჩვენ ვამხელთ საარჩევნო ადმინისტრაციასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში და ამისთვის გვჭირდება მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის 1 000-ლარიან ჯილდოს ვაცხადებთ თითოეულ განმცხადებელზე. იმუშავეთ ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის და მოიპოვეთ თავისუფლება ჩვენთან ერთად" - თქვა გვარამიამ Facebook-მიმართვაში.

დღეს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის, ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, საკრებულოს მაჟორუტარ დეპუტატს აირჩევენ. გარდა ამისა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები