არჩევნები 2019

ფარული აუდიო ჩანაწერი - ოცნების მტკიცებით, ენმ-ის აქტივისტები არეულობის გეგმას განიხილავენ

0 კომენტარი

ქართულმა ოცნებამ ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, მამრთველი გუნდის მტკიცებით, ენმ-ის 2 აქტივისტი ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს. 

საუბრის შინაარსი, გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ასეთია: 

ნინია ცისკარიშვილი:

ზუგდიდში მაინც უნდა ადუღდეს ყველაფერი, მოგების-წაგების შემთხვევაში, ყველა ვარიანტში. ის ძალა, რომელიც წამოვა ზუგდიდიდან, აუცილებელია, რომ შეუერთდეს დასავლეთ საქართველო მთლიანად.  იმიტომ რომ, ზესტაფონში და სამტრედიაში გვყავს, ჩვენი. პლუს ამას აჭარა უნდა ადუღდეს, იმიტომ რომ "პადძერჟკა" მისცეს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ აჭარა არის ძალიან დიდი რეგიონი და ვარშალომიძეს ყავს ძალიან ბევრი ადამიანი. იქ უნდა შეუერთდეს უკვე ქუთაისი, ხონი უნდა შეუერთდეს, გორი უდნა შეუერთდეს. 

და ეს ყველაფერი... და აი, ამისთვის თბილისში.... ვიღაცა-რაღაცა, მინიმუმ ათიათასკაციანი მობილიზებული ჯგუფი...  

სალომე ჭელიძე:

ჩვენ გვინდოდა, მაგალითად, თელავში. 

ნინია ცისკარიშვილი: 

მობილიზება აქედან-იქიდან ნიშნავს იმას, რომ გზა გადაიხერგება და უნდა გავწყდეთ შუაზე. ამიტომ პირდაპირ დედაქალაქში უნდა მოხდეს, რომ ყველა რაიონიდან ჩამოვიდეს. დასავლეთიდან დაიძრა ხალხი, საჭიროა, რომ აღმოსავლეთიდანაც დაიძრას ხალხი. გვირაბი უნდა იყოს ყველა მხრიდან კონტროლირებადი იქიდანაც და აქედანაც. 

სულ მცირე, 200-300 მანქანა უნდა იდგეს და აკონტროლებდეს პროცესებს, რომ პოლიციამ ასე თუ ისე, არ დაბლოკოს. 

სალომე ჭელიძე: 

გამბედაობა უნდა დაანახო. შენ იბრძვი მართლა, კი არ ხარ ვიღაც პარტიული. მივა სადღაც და მერე დააატორმუზებს

აუდიო ჩანაწერი ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ წარმოადგინა. მან თქვა, რომ აუდიო ჩანაწერი შესაბამის ორგანოებს უკვე გადასცა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები