არჩევნები 2019

ბოკერია: ზუგდიდის შემხედვარე, ვითარება მარნეულში მშვიდია, მაგრამ გვაქვს მკაფიო პრობლემები

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ტაბულა

პარტია "ევროპული საქართველოს" ცნობით, მათ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სწორედ ამის გამო იმყოფებოდა გამოკითხვაზე. ამის თაობაზე ტაბულას "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ესაუბრა:

"ინციდენტი მოხდა სადახლოსთან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც ინფორმაცია ჩვენმა წარმომადგენელმა მიაწოდა, პირადობებს უმოწმებდა ხალხს და ამის გამო მოხდა ფიზიკური შეხლა შემოხლა. ის ახლა თავისუფალია. საერთო ჯამში, ზუგდიდის შემხედვარე, ვითარება მარნეულში მშვიდია, მაგრამ გვაქვს მკაფიო პრობლემები: ხელის შეშლა პირადობის მოწმობის შემოწმებაზე, რეგისტრაციისას დამკვირვებლების უფლება, რომ დააკვირდნენ რეგისტრაცია როგორ ხდება და იყო ინციდენტი, სადაც გადაღებისთვის ხელი შეუშალეს დამკვირვებელს. ეს მოხდა ყიზილაჯლოში როდესაც ვიყავით და ჩვენ ავუსხენით დამკვირვებლებს, რომ პროვოკაცია გადაღება კი არ არის, პროვოკაცია და კანონის დარღვევა არის გადაღებსთვის ხელის შეშლა. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ გამოირიცხოს ან შემცირდეს შანსი ე.წ. კარუსელების და ამიტომ არი საეჭვო ამისთვის ხელის შეშლა. სხვა მხრივ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მშვიდ ვითარებაში დავამარცხოთ ივანიშვილის გუნდი მარნეულში და ყველანაირად ვუწყობთ ამას ხელს." თქვა მან.

მარნეულში "ევროპული საქართველოს" კანდიდატ აკმამედ იმამკულიევთან ერთად მერობის კანდიდატია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აგილ მუსტაფაევიც. ორ პარტიას შორის მარტში დადებული ხელშეკრულების თანახმად, მარნეულში კანდიდატი "ევროპულ საქართველოს" უნდა დაეყენებინა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მისთვის უნდა დაეჭირა მხარი, თუმცა ენმ-მ თავისი კანდიდატურაც დააყენა. ტაბულამ მუსტაფაევს ჰკითხა, იყო თუ არა მისი კანდიდატურის დაყენება ენმ-ს მხრიდან შეთანხმების ჩაშლა, რაზეც მუსტაფაევი პასუხობს, რომ ეს შეთანხმება მარნეულს არ ეხებოდა. ამის თაობაზე კომენტარი გიგა ბოკერიამაც გააკეთა:

"აგილ მუსტაფაევთან არ ყოფილა შეთანხმება, იყო პარტიის ლიდერთან და ხელმძღვანელობასთან, ასე რომ, ბატონ აგილ მუსტაფაევთან კი არ მაქვს პრეტენზიები მაქვს ხელმძღვანელობასთან. ეს უკვე ჩავლილი ამბავია. ახლა უკვე არჩევნების დღე არის. სადაც შეთანხმება არ დაირღვა იქ ჩვენ ყველგან ვუჭერთ მხარს პროდასავლურ ოპოზიციას. სადაც ჩვენი კანდიდატი გვყავს იქ ჩვენს კანდიდატს, ბუნებრივია. მარნეულში კი ყველანი ვართ კონკურენციაში. ჯობდა ასე არ ყოფილიყო."

გიგა ბოკერიამ ასევე ისაუბრა მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო თანამდებობიდან გათავისუფლებაზეც:

"მე იმედი მაქვს, რომ ამომრჩევლების კრიტიკული მასა მოვა და კრიტიკულ მასაში რომ ოცნებას და ივანიშვილის გუნდს არ აქვს მხარდაჭერა ეს იცის ყველამ და ეს ინციდენტი, სამარცხვინო, კატასტროფული და დამატებით ის, რომ ის გაშვებული იქნა და არც ფიქრობენ მის სერიოზულ დასჯას დამეტებითი არგუმენტია ნებისმიერი მოქალაქისთვის აქ და საქართველოში, ივანიშვილის გუნდის სახის საჩვენებლად. მაგრამ, ინერცია, ადმინისტრაციული რესურსი ძლიერი ფქტორებია, ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენ დღესაც, ამ წამსაც ყველა ამომრჩეველს, რომ მოვიდნენ იმიტომ, რომ საუკეთესო წამალი ამ არალეგიტიმური მეთოდების წინააღმდეგ, რასაც დაშინება, შიში იმის, რა მოჰყვება შემდეგ ამ ყველაფერს ჰქვია არის ის, თუ ბევრი ამომრჩეველი მოვა და ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი არის განწყობილი ძალიან მკაფიოდ და ჯანსაღად ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, რომ უნდა დასრულდეს მშვიდობიანად, არჩევნების გზით ივანიშვილის გუნდის მმართველობა ყველგან. ეს მოხდება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ნაბიჯი ამისკენ უნდა გადავდგათ ახლა ამ ადგილობრივ არჩევნებზე." თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები