არჩევნები 2019

მეზვრიშვილი: შსს ყველა სამართალდარღვევას დაუყოვნებლივ აღკვეთს

მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შსს-ს ამოცანაა, არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას კანონი, რათა შენარჩუნდეს მშვიდი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, თავისუფლად გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე. ყველა სამართალდარღვევა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილებზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე განხორციელდა საპოლიციო ძალების გადანაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს პროცესი, საჭიროების მიხედვით, დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სამინისტროს აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ყველა შესაძლო ინციდენტი, როგორც უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროულად იქნას აღკვეთილი" - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დღეს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის, ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, საკრებულოს მაჟორუტარ დეპუტატს აირჩევენ. გარდა ამისა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები