არჩევნები 2019

მთაწმინდის #22 უბანზე დამკვირვებლებს პირადობების შემოწმების საშუალებას არ აძლევდნენ

ghn.ge

მთაწმინდის 22-ე უბანზე დამკვირვებლებს პირადობის მოწმობების შემოწმებას არ აძლევდნენ. ამის გამო, ხმაური იყო უბანზე. 

"გახსნისთანავე დაიწყო დამკვირვებლების შევიწროება, არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ ამომრჩევლის იდენტიფიკაცია მოგვეხდინა, კომისიის

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით კი, "რამდენ პირადობასაც თავმჯდომარე ღიად ამბობდა, რომ არ გვქონდა მობილური ტელეფონის გამოყენების უფლება, ოღონდ, არ უნდა გვესარგებლა რამდენიმე წარმომადგენელს და არა ყველას" - ამბობს სამართალდამცველთა ლიგის დამკვირვებელი გიორგი ნასიძე.ამოწმებდა [დამკვირვებელი], მესიჯი მოსდიოდა ტელეფონზე, არ ვიცი დამთხვევაა თუ რას აკეთებდა, არაფერს ვამტკიცებ".

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შესახებ ბრიფინგი გამართეს ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა ირმა ნადირაშვილმა და ნინო გოგუაძემ.

"დამკვირვებლები ამოწმებენ პირადობის მოწმობებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება და კარუსელები, მინდა მივმართო ცესკოს, ფორმალურად მაინც შეასრულოს თავისი პირდაპირი ფუნცია, ფორმალურად მაინც იყოს დამოუკიდებელი არბიტრი და ნუ შეუშლის ხელს ჩვენს დამკვირვებლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში" - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ირმა ნადირაშვილის თქმით კი, "ცესკოს წარმომადგენლები პირდაპირ აძლევენ მითითებებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ ადამიანები პირადობის მოწმობების შემოწმების გარეშე შეუშვან უბნებზე".

კომენტარები