არნოლდ შვარცენეგერი

სამხრეთ აფრიკაში არნოლდ შვარცენეგერს თავს დაესხნენ [ვიდეო]

არნოლდ შვარცენეგერს, შაბათს, სამხრეთ აფრიკაში ვიზიტისას თავს დაესხნენ. 71 წლის მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი სამხრეთ აფრიკაში სპორტულ ღონისძიებაზე Arnold Classic Africa-ზე იმყოფებოდა, რომელიც ყოველ მაისს იოჰანსბურგში იმართება. 

ვიდეოში ჩანს, რომ შვარცენეგერი დარბაზში ლახტით ხტუნვის ვარჯიშის ჩაწერას ტელეფონით ცდილობს და როცა უკან ბრუნდება, რომ ტელეფონი სხვას გადასცეს, უკნიდან მორბის კაცი, ახტება მას და ზურგში ურტყამს. დაცვამ მალევე დაიჭირა და წაიყვანა თავდამსხმელი, გაყვანისას ისმის მისი შეძახილი "დამეხმარეთ, ლამბორჯინი მჭირდება!"

შვარცენეგერმა ინციდენტის შესახებ თვითერზე დაწერა: "მადლობა შეშფოთებისთვის, მაგრამ არაფერია სანერვიულო. მეგონა, რომ უბრალოდ ბევრ ხალხში ვიღაც დამეჯახა, რაც ხშირად ხდება. მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, რომ დამარტყეს, როცა თქვენსავით ვიდეო ვნახე. მიხარია, რომ იმ იდიოტმა Snapchat-ი არ გამიფუჭა." 

"იმის ნაცვლად, რომ ამ ტიპის ვიდეო გააზიაროთ, რომელსაც უნდა, რომ ცნობილი იყოს, უყურეთ @ArnoldSports-ის ათლეტების ვიდეოს, როგორიც ეს ახალგაზრდა გმირია, რომელიც ამტკიცებს, რომ ფიტნესი ყველასთვისაა, ვინც იმსახურებს, რომ იყოს ცნობილი. 

კომენტარები