არჩევნები 2019

ირაკლი სესიაშვილი: ენმ-მ ფაქტობრივად დაადასტურა რომ მარნეულში დარღვევა არ ყოფილა

0 კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ზურა მელიქიშვილს უპასუხა.

ზურა მელიქიშვილის თქმით, მარნეულში დაფიქსირდა დამკვირვებლების რამდენიმე საარჩევნო უბნიდან გაგდების, დენის გათიშვისა და ე.წ კარუსელების ფაქტები. სესიაშვილის თქმით, მარნეულში არჩევნები პირიქით, ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არჩევნები მარნეულში ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მე აქვე მოვუწოდებ მარნეულის მოსახლეობას, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია გამოხატონ, ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის მე ვიტყოდი არადამაჯერებელი ბრიფინგი, რომელიც საუბრობდა მისივე თქმით, უპრეცედენტო გაყალბებაზე, თუმცა მადლობა იმისთვის, რომ მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მარნეულში არანაირი დარღვევა არ ყოფილა, ვერანაირი ფაქტი ვერ დაასახელა, გარდა იმისა, რომ თითქოს და დამკვირვებლებს ენერგიის წყაროს არ აძლევენ, რაც ალბათ სასაცილოა თითოეული თქვენგანისთვის. მთავარი არის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან ეფექტურად და კარგად მუშაობს, ამომრჩეველიც პირველ რიგში ხედავს, რომ მშვიდ გარემოში უწევს არჩევანის გაკეთება და კიდევ ერთხელ, მე ყველას მოვუწოდებ მათ შორის ოპონენტებს, რომ პატივი სცენ პირველ რიგში მოქალაქეებს, პატივი სცენ მათ თავისუფალ არჩევანს და თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესიდან, თითქოს არჩევნებსას რაიმე ტიპის დარღვევას ან დაძაბულობას აქვს ადგილი, ეს გვერდზე გადადონ.

თქვენ ნახეთ, რომ ცალკეული განცხადებები იყო თითქოს სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, თუმცა არანაირი ფაქტებით არ დასტურდება, მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ის ე.წ ფაქტები, რაზეც ნაცონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ისაუბრა, არის მცდელობა რომ თვითონ წარმოაჩინონ თითქოს რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, რეალურად თქვენ კარგად იცით რომ ათობით დამკვირვებელია უბანზე, შესაბამისად ერთი დამკვირვებლის მცდელობა, რომ წარმოაჩინოს სურათი თითქოს რაიმე ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ ეს არის მათი სურვილი და მცდელობა, რომ დარღვევის წარმოჩინება მოხდეს და არა რეალობა. ცალკეული შემთხვევები იყო, როდესაც დამკვირვებლებმა ხელი შეუშალეს საარჩევნო პროცესს, თავისთავად ცხადია ამ შემთხვევაში, შესაბამის ადმინისტრაციას აქვს პასუხისმგებლობა რომ მოახდინოს რეაგირება, ეს არ ნიშნავს დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლას, ეს ნიშნავს პირველ რიგში ამომრჩევლისთვის ხელის შეწყობას, რომ მათ თავისუფალ გარემოში მოახდინონ საკუთარი არჩევანი", - თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

არჩევნები მარნეულსა და ზუგდიდში ხმაურის და ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები