არჩევნები 2019

სუბარი: მინდა შევაგუო ნაციონალური მოძრაობა, რომ მათი რეჟიმი აღარ დაბრუნდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ყველგან, სადაც ნაციონალური მოძრაობის და რუსთავი 2-ის ინტერესი და "მაღალი კონცენტრაცია" არ არის, არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს.

"ერთადერთი ოლქი, სადაც დაძაბულობის ნიშნები შეინიშნება, ეს არის ზუგდიდი, სადაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ყველა უბანზე გააკეთოს გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და შექმნას დაძაბულობა. დაძაბულობა რომ არის მათი მთავარი მიზანი, ეს კარგად ჩანდა მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და დღესაც კარგად გამოჩნდა როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან, ისე იმ ჩანაწერებიდან, რომლებიც ზუგდიდში ჩვენს გუნდს მიაწოდეს მათივე წარმომადგენლებმა", - თქვა სუბარმა ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ენმ-ს მთავარი მიზანი არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ დაძაბულობა და არეულობაა, "თუმცა ამას ვერ ეღირსებიან".

"მინდა შევაგუო ნაციონალური მოძრაობა, რომ აღარასდროს დაბრუნდება მათი დიქტატორული რეჟიმი საქართველოში და ყველგან, სადაც ეცდებიან აგრესია გამოიჩინონ ქართველი ხალხის, ქართველის ამომრჩევლის მიმართ, მათ შესაბამის პასუხს გასცემს საზოგადოება", - თქვა სუბარმა.

კომენტარები