არჩევნები 2019

საარჩევნო უბანთან ფურცლებით მდგომი ქალი ამბობს, რომ თან ცოდვების სია აქვს

"ცოდვების სიაა" - ასე პასუხობს ზესტაფონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მდგომი ქალი კითხვას, რა ფურცლები და სიები აქვს. ვიდეოში, რომელსაც TV პირველი ავრცელებს, კოორდინატორი ამბობს, რომ "აღსარებას ვაბარებ და ეკლესიისთვის ვწერ ცოდვებს".

დღეს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის, ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, საკრებულოს მაჟორუტარ დეპუტატს აირჩევენ. გარდა ამისა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები