არჩევნები 2019

ზუგდიდში Presa.ge-ს რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დააკავეს

kvira.ge

ზუგდიდში Presa.ge-ს რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დააკავეს.

ინფორმაცია შს სამინისტრომ დაადასტურა. 

„სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ჟურნალისტი, presa.ge-ის დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს“, – ამბობენ შს სამინისტროში. 

presa.ge -ის ჟურნალისტი ამბობს, რომ შემთხვევა სოფელ რუხში მოხდა. 

"მე და ჩემი ოპერატორი მთელი დღეა, ერთად ვმუშაობთ საარჩევნო დარღვევებზე. გიორგი იმ მომენტში უბრალოდ თან გვახლდა. მე ვარკვევდი იმას, რას ემსახურებოდა პოლიციის ასეთი მობილიზება საარჩევნო უბანზე. ხელკეტები იყო და აქციის დასაშლელი მოწყობილება პიკაპში. გზაზე იყო 2 პიკაპი. ერთი გზაზე იყო და ერთი შედარებით შეტეხილში. სწორედ ამან გააჩინა ეჭვები. ვიკითხე, ერთს მივმართე, მეორეს, მაგრამ არაფერი თქვეს, უბრალოდ ხელები გადაუგრიხეს. 

შესაძლოა უკავშირდებოდეს ჩვენ მიერ გადაღებულ რომელიმე მასალას, უბრალოდ ასე ოპერატიულად როგორ გადასცეს ინფორმაცია ჩემთვის უცნობია", - ამბობს სუზი მკრტიჩიანი. 

კომენტარები