არჩევნები 2019

15:00-ის მონაცემები - ზუგდიდში ამომრჩევლის აქტივობა 32.8%-ია, 2017-ში 25.1% იყო

ტაბულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობის 15:00-ის მონაცემები გამოაქვეყნა. მარნეულის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც რიგგარეშე არჩევნებით მერებს ირჩევენ, იმაზე მეტი აქტივობაა, ვიდრე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იყო.

ზუგდიდში 15:00-ის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 32.8%-ია. ამ დროისთვის თავისი არჩევანი 39 678-მა მოქალაქემ გააკეთა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის ოლქში 15:00-სთვის აქტივობა 25.1% (30 139 მოქალაქე) იყო.

მარნეულში ამომრჩევლის აქტივობა 22.6%-ია (22553 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე 15:00-ზე ეს მონაცემი 25% (24 584 მოქალაქე) იყო.

ჭიათურაში ამომრჩევლის აქტივობა 32.4%-ია (13908 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე, 15:00-სთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში აქტივობა 31.4% (13582 მოქალაქე) იყო.

ზესტაფონში ამომრჩევლის აქტივობა 30.5%-ია (16737 ამომრჩეველი). 2017 წლის არჩევნებზე, 15:00-სთვის, ზესტაფონში აქტივობა 29.2% (16 088 ამომრჩეველი) იყო.

ხულოში ამომრჩევლის აქტივობა 40.6%-ია (9782 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე, 15:00-სთვის, ხულოში აქტივობა 36.1% (8651 ამომრჩეველი) იყო.

რაც შეეხება თბილისში, მთაწმინდის ოლქში მიმდინარე პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, აქ 15:00-ის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 21%-ია, რაც 14.3%-ით ნაკლებია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებზე.

კომენტარები