არჩევნები 2019

ცესკო: ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 55 საჩივარი

0 კომენტარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ცნობით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 55 საჩივარია შესული. მათგან: მარნეულში - 17, ზესტაფონში - 4, ხულოში - 7, ზუგდიდში - 21 საჩივარი, ხოლო 1 საჩვარია ოზურგეთის საარჩევნო ოლქში.

როგორც მიქელაძე განმარტავს, აღნიშნული საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება- "მაგალითად; ზუგდიდის #97 უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ერეოდა და ხელს უშლიდა კომისიის საქმიანობას. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას უბნის დატოვების შესახებ, თავმჯდომარე იძულებული გახდა გამოეძახებინა პოლიცია."

ცესკოს პრესსპიკერის ცნობით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა მიმდინარეობს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში - "ყველა უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ხდება მათი იდენტიფიცრება ბიულეტენების გაცემამდე. ამასთან, არცერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიის მიერ ამომრჩევლის იდენტიტიცირების გარეშე ბიულეტინის გაცემის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა."

შეგახსენებთ, რომ დღეს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის, ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, საკრებულოს მაჟორუტარ დეპუტატს აირჩევენ. გარდა ამისა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები