არჩევნები 2019

გრიგოლ ვაშაძე: ზუგდიდიდან იწყება გამარჯვება, 4 საათი რჩება გამარჯვებამდე

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგი გამართა ზუგდიდში მიმდინარე პროცესებზე.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში ჩავიდა და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული ოცნება ზუგდიდში არჩევნებს აგებს.

"4 საათი არის ზუგდიდში, 4 საათი რჩება საბოლოო გამარჯვებამდე. ძალიან დიდი მადლობა ზუგდიდელებს, ისინი აქტიურად გამოხატავენ საკუთარ არჩევანს, მოდიან საარჩევნო უბნებზე და მასიურად უჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ქალბატონ სანდრა რულოვსს. მთელი ქალაქი შემოვიარე დღეს და ახლა მეორე წრეზე წავალ, ხალხის განწყობა აჩვენებს რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ არჩევნებში და ამის დასტურია პანიკაში მყოფი ოცნება, ე.წ. ქართული ოცნება, მისი პოლიტიკური პოლიცია სუსი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაჭუჭყნილი ფული, რომელსაც ისინი მოყვანილ ხალხს უხდიან, სრულიად ნირწამხდარი და დემორალიზებულები არიან და ამის კიდევ ერთი დასტური არის ის, რომ ე.წ. ქართული ოცნების და ე.წ. ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი შინაგან საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ ჩამოქანდა სამეგრელოში.

უზარმაზარი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს ენთუზიაზსტებს, ხალხს რომელმაც დღეს აღკვეთა გაყალბების უამრავი მცდელობა, მათ შორის კარუსელის მცდელობები, მოსყიდვის ფაქტები, დააფიქსირა, გადაიღო ფირზე და საშუალება მისცა შტაბს ინფორმაციული საშუალებებისთვის მიეწოდებინათ ჟურნალისტებზე და ჩვენს დამკვირვებლებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტები. ეფექტურად ვაკონტროლებთ საარჩევნო უბნებს, განსაკუთრებით ტექნოლოგიური თვალსაზრისით ლაივ-კამერებით, დრონებით და ა.შ. ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად გააგრძელებენ ამ მუშაობს და გთხოვთ, ერთი წუთით არ შეანელოთ ის პროფესიული აქტივობა, რასაც თქვენ დილიდან ეწევით, ასევე გააგრძელეთ ეს ხმების მიცემის და ხმების დაცვის პროცესში, იმიტომ რომ 4 ნაბიჯი რჩება გამარჯვებამდე და განსაკუთრებით მინდა ყველას ვუთხრა, გაფრთხილებთ არჩევნების გაყალბების მცდელობა ან არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და საქართველოს მოქალაქე არავის არ აპატიებს თავისი ნებისა და კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვას, აუცილებლად მოგეკითხებათ ამაზე პასუხი. 2018 წელს ფეხებით გათელეთ საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ნუ გაიმწვავებთ ცხოვრებას და ნუ მოგვისპობთ ჩვენ და ჩვენს შვილებს მომავალს. ზუგდიდიდან იწყება გამარჯვება, 4 ნაბიჯი დარჩა გამარჯვებამდე, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველა ჩვენს უბნის უფროსს, ყველა ჩვენს დამკვირვებელს, ყველა კომისიის წევრს არ შეანელოთ მუშაობა, მალე მივალთ სასურველ შედეგამდე", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები