არჩევნები 2019

17:00-ს მონაცემები - ზუგდიდში ამომრჩევლის აქტივობა 38.6%-ია, 2017 წელს - 30.4% იყო

ტაბულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობის 17:00-ის მონაცემები გამოაქვეყნა. მარნეულის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც რიგგარეშე არჩევნებით მერებს ირჩევენ, იმაზე მეტი აქტივობაა, ვიდრე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იყო.

ზუგდიდში 17:00-ის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 38.6%-ია. ამ დროისთვის თავისი არჩევანი 46 702-მა მოქალაქემ გააკეთა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის ოლქში 17:00-სთვის აქტივობა 30.4% (36 586 მოქალაქე) იყო.

მარნეულში ამომრჩევლის აქტივობა 27.2%-ია (27098 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე 17:00-ზე ეს მონაცემი 30.8% (30215 მოქალაქე) იყო.

ჭიათურაში ამომრჩევლის აქტივობა 37%-ია (15890 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე, 17:00-სთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში აქტივობა 36.8% (15904 მოქალაქე) იყო.

ზესტაფონში ამომრჩევლის აქტივობა 37%-ია (20325 ამომრჩეველი). 2017 წლის არჩევნებზე, 17:00-სთვის, ზესტაფონში აქტივობა 35.6% (19639 ამომრჩეველი) იყო.

ხულოში ამომრჩევლის აქტივობა 49.5%-ია (11931 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე, 17:00-სთვის, ხულოში აქტივობა 47% (11 284 ამომრჩეველი) იყო.

რაც შეეხება თბილისში, მთაწმინდის ოლქში მიმდინარე პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, აქ 17:00-ის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 26.6%-ია, რაც 18.5%-ით ნაკლებია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებზე, ხოლო 4.5%-ით იმავე არჩევნების მეორე ტურის მონაცემებზე.

კომენტარები