არჩევნები 2019

მღვდლის ყოფნის გაპროტესტების გამო ენმ-ის დამკვირვებელი #5 უბნიდან გააძევეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ზუგდიდში საარჩევნო უბნებს აკურთხებენ. რიტუალს ვლაქერნის ღვთისშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი ფრიდონი ატარებს.

მან #5 უბანი აკურთხა, ლაივპრესს კი უთხრა, რომ 8 საათამდე რამდენსაც მოასწრებს, იმდენ უბანს აკურთხებს. 

როდესაც ეს გააპროტესტა, უბნიდან ენმ-ის დამკვირვებელი, მაია კალანდია გააძევეს. მასთან ერთად გააძევეს ქართული ოცნების დამკვირვებელიც. 

"გარეთ ვიყავი გასული, რომ დავბრუნდი, დამხვდა ამბავი, რომ უბანზე შემოუშვეს არაუფლებამოსილი პირი, მღვდელი, რომელიც შემოვიდა თურმე უბნის საკუთრხებლად

როდესაც თავმჯდომარეს მივმართე, რატომ შემოუშვეს ეს პირი, მითხრა, რომ საერთო გადაწყვეტილება მიიღეს. ე.ი გადაწყვეტილებას, კანონს ადგილზე წერს კომისიის თავმჯდომარე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, იეჰოვას მოწმე, სხვა კონფესიის წარმომადგენელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, არაუფლებამოსილი პირი არ უნდა იყოს უბანზე. მეჩხუბა დამკვირვებელი, რომელმაც თქვა, რომ მე ქრისტიანი არ ვარ. გვიყარეს ორივეს კენჭი, ისიც გამოაძევეს და მეც გამომაძევეს", ამბობს მაია კალანდია. 

კომისიის წევრების მტკიცებით, კალანდია და მირიან მარკელია დილიდან უბანზე ხმაურობდნენ და მიდი-მოდიოდნენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები