არჩევნები 2019

ცესკო: 17:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდის და მარნეულის ოლქებში დაიწერა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ცნობით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 68 საჩივარია შესული. მათგან; მარნეულში - 20, ზესტაფონში - 5, ხულოში - 11, ზუგდიდში - 30 საჩივარი, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში 1, ხოლო თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შესულია 1 საჩივარი.

როგორც მიქელაძე განმარტავს, აღნიშნული საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება - "მაგალითად, მარნეულის ყიზილაჯლოს #89 საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ იყო ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა, თუმცა განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.".

მიქელაძის ცნობით, ამავე უბანზე გააძევეს დამკვირვებელი გადაღების წესის დარღვევის გამო, როგორც იგი აღნიშნავს, დამკვირვებლი სამაგიდო სიებისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა და და ასევე ეცადა გადაეღო საარჩევნო კაბინა, გარდა ამისა, დამკვირვებელი კომისიის მუშაობას უშლიდა ხელს.

ცესკოს პრესპკერის ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მარნეულის #68 საარჩევნო უბანზე უცნობმა პირებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამას ამავე უბანზე მყოფი ცესკო-ს თანამშრომელი ადასტურებს - "რაც შეეხება მარნეულის #2 საარჩევნო უბანს, ჩვენი ინფორმაციით, ენმ-ის წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი, რომელიც საუნო საარჩევნო კომისიამ ჩაიბარა და გაატარა რეგისტრაციაშო, თუმცა აღნიშნულ წარმომადგენელს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და ქაოსის შექმნის გამო საარჩევნო უბანი დაატოვებინეს."

შეგახსენებთ, რომ დღეს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის, ხოლო საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, საკრებულოს მაჟორუტარ დეპუტატს აირჩევენ. გარდა ამისა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები