არჩევნები 2019

თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს, მას მართვის მოწმობა აქვს

0 კომენტარი

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა გააძევეს.

დეპუტატი რამდენიმე პირმა უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. როგორც უბანზე აცხადებდნენ, ბოკუჩავას არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ ხმის დათვლის პროცესს დასწრებოდა.

ბოკუჩავას თქმით, ის აპირებდა, ცესკოში დაერეკა და განემარტა, რომ ეს კანონდარღვევა არ იყო, თუმცა მას ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

მიის თქმით, საარჩევნო უბანთან კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული, ახლა კი იქ პატრულის თანამშრომლები განლაგდნენ. 

„ის ადამიანი დაიმალა, რამდენიმე წუთის წინ აქ იმყოფებოდა. დიდი გაბარიტის მქონე პოლიციელი, რომელიც იყო უფორმო და ყველაზე მეტად ის ძალადობდა ჩემზე. თუმცა ერთი ადამიანი არ იყო, დაახლოებით, 10 პოლიციელი მომვარდა, მათ შორის იყო ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი ფაცაცია, რომლებმაც ჯიკაობით ძალის გამოყნებით ბრუტალურად გამომათრიეს უბნიდან, მაშინ, როდესაც ვცდილობდი კომისიის წევრები კანონში გამერკვია. თუკი მართვის მოწმობის გამოყენება არ იყო აქ პრობლემა, მაშინ რატომ არ იყო მართვის მოწმობის გამოყენება არაერთ უბანზე.

ეს არის სასაცილო, აბსურდული არგუმენტი, უბრალოდ თვითნებურად გადაწყვიტეს, რომ ამ  უბანზე არ უნდა ვყოფილიყავი. მე-9 უბანი არის ის უბანი, სადაც მოხდა დაპირისპირება, სადაც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. ჩემმა გამოჩენამ გამოიწვია პანიკა საუბნო კომისიის ხელმძღვანელობაში, გადაწყვიტეს, დაერეკათ პოლიციელებისთვის, პოლიციელები არ გაერკვნენ, რა ხდებოდა, მეცნენ. ვთხოვდი, თუ შეიძლება დავრეკოთ ცესკო-ს თავმჯდომარესთან, მე ვარ ცესკო-ში ენმ--ის წარმომადგენელი და გაიარეთ მათთან კონსულტაცია, იქნებ თქვენ მაინც გაერკვეთ კანონში, მაგრამ ეს არ ისურვეს, ბრუტალურად მეცნენ და გამომათრიეს. პოლიციელები გამოცვალეს ახლა. აქ იდგა კრიმინალური პოლიცია, ახლა ჩააყენეს პატრული" - თქვა ბოკუჩავამ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები