არჩევნები 2019

კობახიძე: ყველგან დიდი უპირატესობით გავიმარჯვეთ, II ტური მხოლოდ მთაწმინდაზეა მოსალოდნელი

0 კომენტარი

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ოლქში ქართულმა ოცნებამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, მეორე ტური კი მხოლოდ მთაწმინდაზეა მოსალოდნელი. 

"თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში. 

რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ბატონი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის. შალვა შავგულიძესთან

რაც შეეხება ზესტაფონს, ჯერჯერობით არ გვაქვს იმ რაოდენობის ოქმები, რომ გვქონდეს განზოგადების საშუალება. 

რაც შეეხება მცირე ოლქებს, სადაც საკრებულოს წევრთა არჩევნები ტარდება - ოზურგეთი ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ადიგენი, საგარეჯო, ახმეტა, პანკისის ხეობაში ტარდება არჩევნები, ყველა ამ ოლქში დიდი უპირატესობით იმარჯვებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. 

მთლიანობაში ქართული ოცნების გამარჯვება არის შთამბეჭდავი. ძალიან მაღალი შედეგით დასრულდება არჩევნები. 

მასშტაბი ამ არჩევნების იყო ძალიან დიდი, ამომრჩევლის დაახლოებით 12% იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში. 

მთლიანობაში, ქართული ოცნების რეიტინგი რომ შევაფასოთ, ალბათ 60%-მდე ხმებს მიიღებს ამ არჩევნებში", - თქვა კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები