არჩევნები 2019

კახაძე - 41%, შავგულიძე - 36.83%, ცესკომ ხმების 100% დათვალა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია ყველა (31) უბნის მონაცემები.

წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36.83%. მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

მესამე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან იოსელიანი ხმების 6.55%-ით, მას მოსდევს გირჩის კანდიდატი ჰერმან საბო 4.76%-ით. 

არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე უნდა გაიმართოს.

კომენტარები