უკრაინა

ინაუგურაციის დროს ზელენსკიმ პარლამენტი დაშალა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

20 მაისს უკრაინის მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა. სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ პარლამენტი დაშალა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, ის უკრაინის რადას დაშლისთვის ხელს მოასწერს განკარგულებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს - "მე ვშლი უმაღლესი რადას მერვე მოწვევას. დიდება უკრაინას!"

ზელენსკიმ პარლამენტარებს ასევე უთხრა, რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები და გენერალური პროკურორი. ამისთვის ზელენსკიმ მათ ორი თვე მისცა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 61.37% შეადგინა. 73.22%-ით ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდა.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები