დეზინფორმაცია

სჯერა თუ არა მოსახლეობას დეზინფორმაციის - NDI-ის კვლევა

მედიის განვითარების ფონდი

NDI-ის კვლევის დღეს გამოქვეყნებულ ნაწილში იმის შესახებაც არის მონაცემები, რამდენად სჯერა საქართველოს მოსახლეობას ამა თუ იმ გავრცელებული დეზინფორმაციის. მაგალითად, გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ რუსეთის ბაზარი უფრო მომგებიანია საქართველოსთვის, ვიდრე ევროკავშირის, სიმართლედ მოსახლეობის 43% თვლის, 34% ამბობს, რომ ტყუილია, 23%-მა არ იცის.

დეზინფორმაცია, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ეპიდემიის გავრცელებას უწყობს ხელს, 21%-ს სჯერა, 38% ამბობს, რომ ტყუილია, 40%-მა არ იცი.

მოსახლეობის 18%-ს სჯერა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს, ამ დეზინფორმაციის არ სჯერა 36%-ს, 46%-მა კი არ იცი.

„საქართველოს თუ ნატოს წევრი გაცდება სამცხე-ჯავახეთში თურქული ჯარის სამხედრო ბაზა განთავსდება,“  - ამის მოსახლეობის 11%-ს სჯერა, 41% ამბობს რომ ტყუილია, 48%-მა არ იცი.

დასახლებების მიხედვით  კი მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

 

კომენტარები