არჩევნები 2019

ყველა უბანია დათვლილია - ხუთივე მუნიციპალიტეტში მერად ქართული ოცნების კანდიდატი აირჩიეს

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხუთივე მუნიციპალიტეტში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა, ქართული ოცნების კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ზუგდიდი

  • ქართული ოცნების კანდიდატი - გიორგი შენგელია (54.18%);
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - სანდრა რულოვსი (42.84%);

მარნეული

  • ქართული ოცნების კანდიდატი ზაურ დარგალი - 78.86%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - აგილ მუსტაფაევი (11.49%);

ზესტაფონი

  • ქართული ოცნების კანდიდატი  - გიორგი გოგლიჩიძე (50.75%);
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ბაქარ ხიჯაკაძე (34.26%).

ჭიათურა

  • ქართული ოცნების კანდიდატი გივი მოდებაძე - 64.58%;
  • დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბ კუპატაძე - 17.99%;

ხულო

  • ქართული ოცნების კანდიდატი ვახტანგ ბერიძე - 70.91%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ირაკლი ჯორბენაძე 23.74%.

19 მაისს რვა მუნიციპალიტეტში (ახმეტა, საგარეჯო, ზესტაფონი, ადიგენი, ჭიათურა, ტყიბული, წყალტუბო, ოზურგეთი) საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნებიც გაიმართა, სადაც ასევე ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 

ერთადერთი ოლქი, სადაც მეორე ტური გაიმართება, მთაწმინდაა. პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე იბრძოლებენ.

კომენტარები