უკრაინა

მთავრობა არ წყვეტს პრობლემებს, მთავრობა არის პრობლემა - ზელენსკიმ რეიგანის ციტატა მოიხმო

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციის დროს რონალდ რეიგანის სიტყვები მოიხმო.

"ნება მომეცით, ერთი მსახიობის ციტატა მოვიხმო, რომელიც მომავალში ძალიან კარგი ამერიკელი პრეზიდენტი გახდა - მთავრობა არ წყვეტს პრობლემას, მთავრობა არის პრობლემა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

"მე არ მესმის, როდესაც მთავრობა ამბობს - ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს ტყუილია, შეგიძლიათ, შეგიძლიათ აიღოთ ფურცელი და კალამი, გაათავისუფლოთ თქვენი ადგილები, რათა ჩანაცვლდეთ ვიღაცით, ვინც მომავალ თაობაზე იფიქრებს და არა მხოლოდ მომავალ არჩევნებზე. მე ვფიქრობ, ხალხი დააფასებს ამას".

ზელენსკის თქმით, გასულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ უკრაინელებს ცვლილებები სურთ.

"ჩვენ გვინდა განსხვავებული უკრაინა შევქმნათ, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნება".

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 61.37% შეადგინა. 73.22%-ით ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოიგო და  უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდა. უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები