ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A Studio-ს კონცერტი იგეგმება

ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A Studio-ს კონცერტი იგეგმება

კონცერტი 27 ივლისს გაიმართება კლუბ UP2U-ში. საქართველოში ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

A Studio-ს სოლისტი 10 წელზე მეტია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა​​.

ის 2018 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

მანამდე კი ინსტაგრამზე რუსეთის მცხოვრებლებს მოუწოდა, პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 18 მარტს იმართება, მონაწილეობა მიიღონ. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ კი თქვა, რომ "იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ???". მან ასევე თქვა, რომ "დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ**ნა და არა პუტინმა".

"ხალხნო იმენა ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ**ნა და არა პუტინმა, მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს - რომ არ იცით დეტალები, გაჩუმდით მაინც. ანუ მე სულ ვცდილობ, რომ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან გავბრაზდი, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვა იმას, რომ წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით, რომ თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება და კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ახლავე გაგაგებინებთ, რომ ჩემი აზრით, დღეს რომ აირჩიონ სხვა, რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც, ბლიად." - დაწერა მაშინ თოფურიამ ინსტაგრამზე.

თოფურია სცენაზე რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი კაბით, ასევე რუსი ჯარისკაცის ფორმითაც გამოსულა.

საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

კომენტარები