რუსეთი

რუსეთში კომერსანტის ორი თანამშრომლის გაშვების შემდეგ, გამოცემა ათობით ჟურნალისტმა დატოვა

Donat Sorokin

20 მაისს რუსეთში გაზეთ კომერსანტის ბიზნეს გამოცემის პოლიტიკური დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გამოცემინდან ორი ჟურნალისტის გაშვებაა, რომლებსაც მთავრობის წნეხის გამო სამსახურის დატოვება აიძულეს. ჟურნალისტებმა გადაწყვეტილება ერთ საათზე ნაკლებ დროში მიიღეს.

17 აპრილს მთავრობის წარმომადგენლებთან დაახლოებული ადამიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომერსანტში დაწერეს, რომ შესაძლოა, ფედერალური საბჭოს ლიდერი ვალენტინა მატვიენკო მაისში საგარეო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელით სერგეი ნარიშკინით ჩაენაცვლებინათ. კრემლში თქვეს, რომ მათ არ იცოდნენ მოსალოდნელ ცვლილებებზე და ამ ინფორმაციას ჭორი უწოდეს.

17 აპრილს ხსენებული ინფორმაცია ტელევიზია დოჟდმა გააშუქა და ისიც თქვა, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ფედერალური საბჭოს წევრის რაუფ არაშუკოვის დაკავებას. ის იანვარში პარლამენტის ზედა პალატის სესიის დროს მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულ სიახლეზე ხუთი ჟურნალისტი მუშაობდა და მათგან ორი - ივან საფრონოვი და მაქსიმ ივანოვი გაათავისუფლეს.

საფაროვმა და ივანოვმა თავიანთ Facebook გვერდებზე დაწერეს, რომ ისინი კომერსანტის მფლობელმა გაათავისუფლა. მფლობელი კრემლთან დაკავშირებული მილიარდერ ალიშერ უსმანოვია.

გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ვლაიდმირ ჟელონკინმა თქვა, რომ ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზი სტატიის წერისას კომერსანტის საგამომცემლო სტანდარტები დაარღვევა იყო.

20 მაისს კომერსანტის კორესპონდენტმა გლებ ჩერკასოვმა Facebook-ზე დაწერა, რომ ის და ათი სხვა ჟურნალისტი სამსახურს ტოვებდნენ - „აქციონერს აქვს უფლება მიიღოს სამსახურეობრივი გადაწყვეტილებები და დასაქმებულებს ერთადერთი გზით აქვთ უფლება, არ დაეთანხმონ ამ გადაწყვეტილებას - შეიცვალონ თავიანთი სამსახურები“.

მარტში კომერსანტის ჟურნალისტმა მარია კარლეპომ თქვა, რომ სანქტ-პეტერბურგის მმართველის ალექსანდერ ბეგლოვის საარჩევნო კამპანიის შესახებ დაწერილი სიახლის გამო გაათავისუფლეს.

კომენტარები