საგარეო ვაჭრობა

იანვარ-აპრილში საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო

შემოსავლების სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოსა და თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ 525.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თურქეთს საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორად აქცევს.

თურქეთს მოსდევს რუსეთი რუსეთი 446.6 მლნ აშშ დოლარით და აზერბაიჯანი 362.1 მლნ აშშ დოლარით.

თურქეთი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საიმპორტო ქვეყანაა. სამხრეთ-დასავლელ მეზობელზე მთლიანი იმპორტის 15.9% მოდის. მას მოსდევს ჩინეთი 9.7%-ით და რუსეთი 9.6%-ით.

ყველაზე მეტი საქონელი საქართველოდან რუსეთში გადის ექსპორტზე. ჩრდილოელ მეზობელს მთლიანი ექსპორტის 18.5% უჭირავს. მას მოსდევს აზერბაიჯანი (13.1%) და ბულგარეთი 11.3%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით 2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა.

სავაჭრო ბრუნვა 3 860.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ექსპორტის მთლიანი მოცულობა 1 133.4 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 17.9%-ით მეტია. იმპორტი 3.1%-ით შემცირდა 2 726.7 მილიონ აშშ დოლარამდე. ამგვარად, საქართველოს სავაჭრო დეფიციტი ბრუნვის 41.3% იყო.

კომენტარები