ამინდის პროგნოზი

"სიგრილე, წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა "- როგორი ამინდი იქნება 24 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ხოლო 22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.

ასევე, თბილისში 21 მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი იწვიმებს ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.

კომენტარები