ნიკი ლაუდა

ფორმულა 1-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნიკი ლაუდა
AFP

ფორმულა 1-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ავსტრიელი ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის ჩემპიონი 1975 და 1977 წლებში ფერარის, ხოლო 1984 წელს მაკლარენის სახელით გახდა.

1976 წელს გერმანიაში ასპარეზობისას ლაუდა ავტოკატასტროფის გამო სხეულის სერიოზული დამწვრობა მიიღო, თუმცა ავტორბოლას კვლავ დაუბრუნდა.

ცხოვრების მანძილზე ლაუდამ არაერთი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, მათ შორის ორჯერ თირკმლის გადანერგვა, ხოლო გასულ აგვისტოს ფილტვის.

კარიერის დასრულების შემდეგ ის ფორმულა 1-ის მერსედესის გუნდის თამჯდომარე გახდა და დიდი როლი ითამაშა ხუთგზის ჩემპიონის, ბრიტანელი ლუის ჰამილტონის კარიერაში.

მისი და ბრიტანელი ჯეიმს ჰანტის მეტოქეობა 2013 წლის ფილმ Rush-შია აღწერილი, სადაც ლაუდას როლს გერმანელი მსახიობი დანიელ ბრიული ასრულებს.

კომენტარები