NDI-ის კვლევა

NDI: ვარდების რევოლუციას კარგ მოვლენად 74% თვლის, ცუდ მოვლენად - 17%

euobserver.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა 2003 წლის 23 ნოემბერს მომხდარ ვარდების რევოლუციას საქართველოსთვის კარგ მოვლენად აფასებს. 

მხოლოდ 17% თვლის, რომ ვარდების რევოლუცია ცუდი მოვლენა იყო, 9%-მა არ იცის, 1% კი პასუხის გაცემაზე უარს ამბობს. 

მათგან, ვინც ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია "ქართული ოცნება" დგას (21%), ვარდების რევოლუციას დადებითად 68% აფასებს, უარყოფითად - 22%. 

მათგან, ვინც ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დგას (15%), ვარდების რევოლუციას დადებითად 89% აფასებს, უარყოფითად - 6%. 

მათგან, ვინც ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, ვარდების რევოლუციას დადებითად 72% აფასებს, უარყოფითად 18%. 

ვარდების რევოლუციას ყველაზე უარყოფითად სომხურ დასახლებებში აფასებენ. აქ 35% თვლის, რომ რევოლუცია ცუდი მოვლენა იყო, 49% კი დადებითად აფასებს. აზერბაიჯანულ დასახლებებში კი მხოლოდ 8% აფასებს ვარდების რევოლუციას ცუდ მოვლენად, 65% დადებითად. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

კომენტარები