Game of thrones

შეიქმნა საიტი, სადაც დაგეხმარებიან GAME OF THRONES-ის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებაში

HBO

კვირას Game of Thrones-ის უკანასკნელი სერია გამოვიდა და სერიალის ფანებს გაუჩნდათ კითხვა - როგორ უნდა განაგრძონ ცხოვრება ამის შემდეგ?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, შეიქმნა საიტი Bark.com, სადაც ფანებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და "მრჩევლებისგან" მიიღონ დახმარება, როგორ იცხოვრონ Game of Thrones-ის დასრულების შემდეგ.

"ფანებს შეუძლიათ დაელაპარაკონ პროფესიონალებს და განიხილონ სერიალის სცენარი და ისტორია. პროფესიონალები მათ დაეხმარებიან ინტერპრეტაციებსა და გრძნობებში გარკვევაში, რომელიც ხშირად გამოიხატება გაბრაზებაში, იმედგაცრუებაში, სევდასა და სინანულში. რაც ყველაზე მთავარია, მრჩევლები ფანებს დაეხმარებიან, როგორ იცხოვრონ სერიალის დასრულების შემდეგ", - წერია საიტის აღწერაში.

მრჩევლებთან დაკავშირება სკაიპით არის შესაძლებელი, ნახევარსაათიანი კონსულტაციის ფასი 20 ევროა, ერთსაათიანი კონსულტაციის ფასი კი 40 ევრო.

ფანებს შეუძლიათ კონსულტაციები გაიარონ ინდივიდუალურად ან ჯგუფთან ერთად.

კომენტარები