Game of thrones

სოფი ტერნერი: პეტიციის შედგენა უპატივცემულობაა რეჟისორების და მსახიობების მიმართ

HBO

Game of Thrones-ის მსახიობი სოფი ტერნერი ფანების მიერ შედგენილ პეტიციას გამოეხმაურა, რომელშიც მერვე სეზონის თავიდან გადაღებას ითხოვენ.

პეტიციას "დაწერონ Game of Thrones-ის მერვე სეზონი კომპეტენტურმა სცენარისტებმა" უკვე 130 მილიონ ადამიანზე მეტმა მოაწერა ხელი.

"ყველა პეტიცია და მსგავსი რაღაცები, ვფიქრობ, უპატივცემულობაა მსახიობების, სცენარისტების და რეჟისორების მიმართ, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ 10 წელი და 11 თვის განმავლობაში იღებდნენ ფინალურ სეზონს. ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა, დაუღალავად და ხალხს არ მოეწონა იმიტომ, რომ ის არ მოხდა რაც მათ უნდოდათ, ეს უპატივცემულობაა. ადამიანებს თავიანთ თავებში ყოველთვის აქვთ იდეა, როგორ სურთ რომ დასრულდეს სერიალი და როდესაც ეს ასე არ ხდება, ამაზე საუბარს იწყებენ", - თქვა სოფი ტერნერმა.

მისივე თქმით, მას მოეწონა სანსა სტარკის დასასრული, როგორც ჩრდილოეთის დედოფლის.

"მე ეს მომეწონა. ეს [ვინტერფელი] ერთადერთი ადგილია, სადაც ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ეს ადგილია, რომლის მართვაც მას შეუძლია. ის იქნება სამართლიანი და გულისხმიერი მმართველი. მთელი სერიების განმავლობაში ის სახლში დაბრუნებისკენ ისწრაფვოდა, რათა დაეცვა სახლი და საბოლოოდ, მას ეს აქვს", - თქვა სოფი ტერნერმა.

Game of Thrones-ის უკანასკნელი სერია კვირას, 19 მაისს გამოვიდა.

კომენტარები