ევროპული საქართველო

ღარიბაშვილი: ევსაქებისადმი დამოკიდებულება მიკვირს, ძალადობრივი რეჟიმის იდეოლოგები არიან

ძალიან მაკვირვებს ადამიანების დამოკიდებულება ევროპული საქართველოს მიმართ, ამ ნაც. მოძრაობის ე.წ დანაყოფში არიან ადამიანები რომლებიც იდეოლოგები იყვენენ მთელი ამ ძალადობრივი რეჟიმის. ბოკერია, ბაქრაძე, უგულავა და ა.შ ყველა.- ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალი ხედვაში" თქვა. 

მისი თქმით, პარტიის წევრებს არაერთ მძიმე დანაშაულში მიუძღვით მონაწილეობა, პირდაპირ და არა ირიბად.  

"ეს ადამიანები დღეს ვითომ ემიჯნებიან იმ მძიმე წარსულს. ეს რა თქმა უნდა ტაქტიკური გამიჯვნაა უბრალოდ. ჩემი შეფასებით, ეს უბრალოდ, ტაქტიკური გამიჯვნაა. რა თქმა უნდა, ეს კარგად არის გააზრებული, რომ ერთი მხრივ, ჩამოიცილონ ის მძიმე დანაშაულები, მაგრამ ეს ადამიანები პოლიტიკაში რჩებიან და აქვთ პრეტენზია აქტიური მონაწილეობა მიიღონ  ხელისუფლებაში მოსვლის სურვილები და ყველაფერი. აი ეს არის ჩემთვის აუხსნელი და აბსოლუტურად მიუღებელი იმ ადამიანების დამოკიდებულება რომლებიც აცხადებენ რაღაც ახალი პროდასავლური გაერთიანება უნდა მოხდეს."- ამბობს ღარიბაშვილი. 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს რამდენიმე ოპოზიციური პარტია და ყველა მათგანი იგივე ნაციონალური მოძრაობაა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ევროპულ საქართველოს მმართველი პარტიის ყოფილი პარტნიორები შეუერთდებიან ნახავს თუ არა საზოგადოება მესამე ალტერნატიულ ძალას, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ორგანიზმი რჩება და ეს უბრალოდ სახის შეცვლა იქნება. ხოლო რაც შეეხება ყოფილ პარტნიორებს, მისი თქმით, მათი მოტივაცია მისთვის გაუგებარია. 

"როგორ შეიძლება იმ მძიმე დანაშაულების ლეგიტიმაცია, ჩამორეცხვა და დავიწყება, რაც მათ დროს იქნა დაშვებული. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ, გამორიცხულია. მიხეილ სააკაშვილის მთავრობის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვები პასუხისგებაში იქნენ მიცემული; დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ჩვეულებრივი კრიმინალია. შეიძლება, ასე ითქვას. მე არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან მან მოიხადა კიდეც სასჯელი. ჩვენ ვაგებინეთ პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ამ მძიმე დანაშაულების დამგეგმავები და ორგანიზატორები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის უბრალოდ, გაუგებარია ჩვენი ყოფილი პარტნიორების მოტივაცია, რატომ უერთდებიან. თუმცა, ეს მათი არჩევანია და ნამდვილად არ მეწყინება, თუ გაერთიანდებიან",- ამბობს ღარიბაშვილი. 

კომენტარები