კასილასის მეუღლის სიმსივნე

იკერ კასილასის მეუღლეს სიმსივნის გამო სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს

ვეტერანი ესპანელის მეკარის - იკერ კასილიასის მეუღლემ, სარა კარბონერომ განაცხადა, რომ კიბოთია დაავადებული.

"იკერის გულის შეტევიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედით და ცხოვრებამ ისევ გაგვაკვირვა. ეს ამჯერად მე მეხება. ამის დაწერა მიჭირს. რამდენიმე დღის წინ, ექიმებმა დაადგინეს, რომ საკვერცხის სიმსივნე მაქვს და სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საბედნიეროდ, დაავადება ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინეთ. კიდევ რამდენიმე თვე მომიწევს მკურნალობა და გამოსაჯანმრთელებლად ბრძოლა.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, რთული გზის გავლა მომიწევს, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდება. მე მხარს ოჯახი, მეგობრები და შესანიშნავი სამედიცინო პერსონალი მიჭერს", - წერს კარბონერო "ინსტაგრამზე".

სარა ცნობილი ესპანელი სპორტული ტელეწამყვანია. მას და იკერს ორი შვილი ჰყავთ - 5 წლის მარტინი და 3 წლის ლუკასი.

კომენტარები