BBC

BBC-ის საინფორმაციო გამოშვების პირველი ქალი წამყვანი გარდაიცვალა

bbc

BBC-ის საინფორმაციო გამოშვების პირველი ქალი წამყვანი ნენსი ვიგინგტონი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიგინგტონი ყველასთვის ნენ ვიტონით იყო ცნობილი. მან საინფრმაციო გამოშვება პირველად 1960 წლის 20 ივლისს წაიყვანა. 

BBC-ის ცნობით, ტელევიზიაში მუშაობამდე ის რადიოს წამყვანი იყო. ტელევიზიაში კი 1955 წლიდან ახალ ამბებზე მუშაობდა. ეს იყო ტელევიზიის "ექსპერიმენტი", რომელმაც გაამართლა.

1997 წლის დოკუმენტურ ფილმში ვიტონი ამბობს, რომ "ვერ აცნობიერებდა, რომ რაღაც რევოლუციის ნაწილი იყო". 

მედიის ცნობით, ყოფილი ტელეწამყვანი 11 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები