მეორე ტური

სააკაშვილი: რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ შავგულიძეს მთაწმინდაზე, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურში ენმ მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერს. ამის შესახებ სააკაშვილის facebook ლაივში ისაუბრა. 

"ახლა უნდა გადავიდეთ შემდგომ გეგმაზე. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ შავგულიძეს მთაწმინდაზე და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იქაც. სანდრა კონსულტაციებს აწარმოებს ყველა ლიდერთან, მთავარია, ჩვენ რას ვეტყვით ჩვენ ხალხს. ხალხი ითხოვს შველას, დახსნას, ხალხი ითხოვს ორგანიზებას და არა – გაჩერებას. ხელების ჩამოშვებაზე და დანანებებაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ამიტომ სანდრა და სხვა ბევრი წავა, მოივლის მთელ საქართველოს, ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ დაიწყებს ხალხის ორგანიზებას, რათა შემდგომში ისინი გადამწყვეტ მომენტში მიიყვანონ შუშის სასახლესთან," - ამბობს სააკაშვილი.

19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართა, მათ შორის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36.83%. მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

კომენტარები