huawei

აშშ-ის დაწესებული აკრძალვების შემდეგ Huawei-სთან თანამშრომლობა Panasonic-მაც შეწყვიტა

Getty Images

აშშ-ის მიერ დაწესებული აკრძლვების შემდეგ ჩინური ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-სთან თანამშრომლობა იაპონურმა ფირმა Panasonic-მაც შეწყვიტა.

მსგავსი ნაბიჯი გადადგა იაპონურმა Softbank-მა და KDDI-მ. გავრცელებული ინფორმაციით ამავეს გეგმავს ბრიტანულმა ARM.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური ტელეკომუნიკაციები ქსელების გამოყენებას უკრძალავს.

ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება.

Huawei-ს ასევე აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ის მთავრობისაგან თანხმობის გარეშე.

აშშ-ის ფედერალურ უწყებებს უკვე აკრძალული აქვთ Huawei-ს პროდუქტების გამოყენება. ისინი მსგავის ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებენ მოკავშირე ქვეყნებსაც.

ამ ნაბიჯს Huawei-ში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ, ჩინეთის მთავრობისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ და აშშ-ში მათი აკრძალვა ქვეყნას საფრთხისაგან არ დაიცავს და მხოლოდ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას შეუწყობს ხელს. კომპანიის დირექტორმა თქვა, რომ მზად არის ქვეყნებთან შეთანხმებებს მოაწეროს ხელი იმის თაობაზე, რომ კომპანია უკანონო თვალთვალს არ განახორციელებს.

ამის შემდეგ Google-მა Huawei-ის ანდროიდის ლიცენზია შეაჩერა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური კომპანია შავ სიაში შეიყვანა, უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებული საფრთხეების გამო.  

გუგლის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლის Huawei-ს მოწყობილობებს, განაახლონ ძირითადი პროგრამული აპლიკაციები. ეს გავლენას მოახდენს ისეთ პოპულარულ აპლიკაციებზე, როგორიც, მაგალითად, youtube და გუგლის რუკაა.

გავრცელებული ინფორმაციით Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს Intel-მა და Qualcomm-მაც, რომლებიც ჩინურ კომპანიას მიკროპროცესორებს აწვდიდნენ. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს მათზე გავლენას არ მოახდენს, რადგან მიკროპროცესორების წარმოება ჩინეთშიც შეუძლიათ.

Huawei-ს დამფუძნებლის, რენ ჟენფეის თქმით მისი კომპანია მზადაა აშშ-ის მხრიდან დაწესებულ სანქციებს დაუპირისპირდეს. მას მიაჩნია, რომ აშშ კომპანიის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებს და კონფლიქტი გარდაუვალია:

"აშშ-ის პოლიტიკოსების ამჟამინდელი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჩვენს ძალას სათანადოდ ვერ აფასებენ. ჰუავეის 5G ტექნოლოგიას ზიანი არ მიადგება. ამ ტექნოლოგიის კუთხით სხვები ჰუავეის 2 და 3 წელიწადში ვერ დაეწევიან. ჩვენ გავწირეთ საკუთარი თავები და ოჯახები ჩვენი იდეალებისთვის. მსოფლიო მწვერვალზე დგომისათვის. ამ იდეალის მისაღწევად, ადრე თუ გვიან აშშ-სთან კონფლიქტი მოხდება." თქვა მან ჩინურ მედიასთან საუბრისას.

აღსაინშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში კანადაში Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მას ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევაში და T-Mobile-ისაგან ტექნოლოგიების მოპარვაში დასდო ბრალი.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არიან, თუმცა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-ს და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე უკვე აკრძალა.

კომენტარები