ავარია

ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Getty Images

ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაახლოებით ერთი საათის წინ, სოფელ სუფსასთან ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შემხთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და დამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

კომენტარები