მოგზაურობა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს

World Airline News

4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისად ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, SkyUp Airlines-მა ოდესიდან და ხარკოვიდან ქუთაისის რეისებზე, ბათუმის მიმართულებით ტრანსფერი ბილეთის ფასში შეიყვანა.

"იმისათვის, რომ SkyUp Airlines-ის მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში მოხვდეს, ბილეთის ყიდვისას შესაბამის ოფცია უნდა მონიშნოს. სერვისის უფასოდ მიღება მხოლოდ SkyUp Airlines-ის საიტზე ბილეთის ყიდვის დროს არის შესაძლებელი", - ამბობენ უწყებაში.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, ქვეყანას აქვს სტრატეგია, რომ დაბალბიუჯეტიანი მიმართულებით რეგიონის ცენტრი გახდეს. 

"მოხარულები ვართ, რომ ქუთაისში ოპერირებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს. ჩვენი სტრატეგიაა, ქუთაისიდან რაც შეიძლება მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი განხორციელდეს, რათა არა მარტო ტურისტებს ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსვლის საშუალება, არამედ ჩვენს მოქალაქეებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, ევროპაში ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ",- ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე.

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP 2016 წელს დაფუძნდა და ფრენები 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.

კომენტარები