ლარის გაუფასურება

1 დოლარი კომერციულ ჯიხურებში 2.79 ლარი, ბანკებში - 2.82 ღირს, პრემიერი კომენტარს არ აკეთებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის 23 მაისის ვაჭრობის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, კომერციულ ჯიხურებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.11 ლარი. ბანკებში უცხოური ვალუტა უფრო ძვირია - 1 დოლარის შეძენა 2.81 ლარად შეგიძლიათ, 1 ევროსი - 3.15 ლარად.

ლარი დოლართან დღის მანძილზე 2 თეთრით გაუფასურდა ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაშიც.

ფინანსთა მინისტრი ლარის მკვეთრ გაუფასურებას "უმეტესწილად საგარეო ფაქტორით" ხსნის, პრემიერმინისტრმა კი დასმულ კითხვაზე დღეს კომენტარი არ გააკეთა.

ორ თვეზე მეტია, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 10 თეთრზე მეტით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები