Game of thrones

GAME OF THRONES-ის პირველი სეზონის პოსტერი შესაძლოა ბრან სტარკის მეფობაზე მიანიშნებდა

HBO

8 წლის შემდეგ Game of Thrones დასრულდა და ბევრი მაყურებლისთვის მოულოდნელად რკინის ტახტზე ბრან სტარკი ავიდა.

მაყურებლის ნაწილი სერიალის უკანასკნელი სერიით უკმაყოფილო დარჩა, მათ შორის იმიტომ, რომ ბრან სტარკის ტახტზე ასვლა ნაჩქარევ და ალოგიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნია.

თუმცა, შესაძლოა, ბრან სტარკის გამეფების შესახებ სერიალის რეჟისორები უფრო ადრეც გვატყობინებდნენ - Game of Thrones-ის პირველი სეზონი 2011 წელს გამოვიდა, სეზონის გამოსვლამდე დაიდო ოფიციალური პოსტერი, სადაც ნედ სტარკი რკინის ტახტზე ზის, ხელში ვალირიული მახვილი უჭირავს და ტახტზე, გვერდით ყორანი უზის.

ბრან სტარკი სამთვალა ყორანია, სწორედ ამიტომ მაყურებლების ნაწილმა ჩათვალა, რომ შესაძლოა პირველი სეზონის პოსტერი წინასწარ გვანიშნებდა, ვინ დაიკავებდა საბოლოოდ ტახტს.

ფოტო: HBO

კომენტარები